სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 25/29 - 01
22.09.2025
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომის დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის შექმნის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ღაღანიძე გიორგი - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი თოდუა ნუგზარ;
გ) პროფესორი ნარმანია დავით;
დ) პროფესორი საბაური ლევან;
ე) პროფესორი სიჭინავა დემურ;
ვ) პროფესორი შენგელია თემურ;
ზ) პროფესორი ხელაშვილი იოსებ;
თ) ასოცირებული პროფესორი კაციტაძე ნანა;
ი) ასოცირებული პროფესორი პაიჭაძე ნუგზარ;
კ) ასოცირებული პროფესორი ღუდუშაური ლეილა;
ლ) ასოცირებული პროფესორი ჩოხელი ეკა;
მ) ასოცირებული პროფესორი ხარაძე ნატალია;
ნ) ასოცირებული პროფესორი კაკაშვილი ნატო - კომისიის მდივანი.
2. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა ბიზნესის ადმინისტრირების საგანამანათლებლო პროგრამის მიმართულებით (მოდული - გლობალურ გარემოში მენეჯმენტი), განხორციელდება 2025 წლის 24 სექტემბერს, 10.00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, კორპუსი 10, ოთახი 206.
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე